მომსახურების წესები და პირობები - Mybee.ge

მომსახურების წესები და პირობები

წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები აწესრიგებს მომხმარებლის მიერ შპს მაი ბი-ის (ს/კ405452870) (შემდგომში “MyBee”) მიერ შემოთავაზებული  მომსახურების ნებისმიერი სხვა საშუალებით მიღების პირობებს მათ შორის მაგრამ არა მხოლოდ, ვებ-გვერდით, სოციალური ქსელებით, და სხვ.  

“MyBee” მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  შემსრულებელებისგან, რომლებთანაც “MyBee”-ს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, მიიღოს “MyBee”-ს მიერ  შემოთავაზებული მომსახურება.

“MyBee” მმართველობაში არსებული სხვადასხვა საშუალებით მომსახურების დაკვეთისას ან ვებ-გვერდის ფუნქციებით სარგებლობისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებს პრეტენზიები მის მიმართ არ გააჩნია.

ტერმინთა განმარტება:

ვებ-გვერდი:  “MyBee”-ის მფლობელობაში არსებული ვებგვერდი mybee.ge და ასევე facebook; instagram; linkedin

მომხმარებელი:  ნებისმიერ პირი, რომელიც სარგებლობს “MyBee”-ს მომსახურებით ან/და ვებ-გვერდით

შემსრულებელი: პირი, რომელიც გაუწევს მომხმარებელს, “MyBee”-სგან შეკვეთილ მომსახურებას.

შეკვეთა: მომხმარებლის მიერ “MyBee”-სგან მომსახურების მოთხოვნა, სადაც მითითებულია მოთხოვნილი მომსახურების შინაარსი, მოცულობა, მომსახურების გაწევის ადგილი, დრო და სხვა ინფორმაცია. თუკი შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება მოხმარების წესებსა და პირობებს, მოხმარების წესებსა და პირობებს ენიჭება უპირატესობა. შეკვეთა არ იძენს ძალას და არ წარმოშობს ვალდებულებებს “MyBee”-სთვის მის დადასტურებამდე.

დადასტურებული შეკვეთა: შეკვეთა, რომლის გაწევის მზაობა დადასტურებულია “MyBee” -ის მიერ. შესაძლოა შეკვეთასა და დადასტურებულ შეკვეთას შორის არსებობდეს კოლიზია, რა შემთხვევაშიც უპირატესობა მიენიჭება დადასტურებულ შეკვეთაში მითითებულ ინფორმაციას.  ის საკითხები რომელიც არ არის მითითებული დადასტურებულ შეკვეთაში, მაგრამ მითითებული იყო შეკვეთაში ითვლება უარყოფილად.  მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღების აუცილებელი წინაპირობაა დადასტურებული შეკვეთა.

ინვოისი: გადახდის მოთხოვნის ფორმა რომელიც ეგზავნება მომხმარებელს, სადაც მითითებულია მომსახურება და მისი ღირებულება, შეკვეთის დადასტურებისთვის ცნობილი ყველა შესაძლო ხარჯის ჩათვლით. ინვოისი შესაძლოა გამოიწეროს როგორც ნაწილ-ნაწილ  დადასტურებულ შეკვეთაში მითითებული მომსახურებისთვის ისე ერთბაშად. ინვოისსა და დადასტურებულ შეკვეთას შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინვოისში მითითებულ ინფორმაციას. ინვოისი შესაძლოა  მოიცავდეს დადასტურებულ შეკვეთას.

მომსახურების დაფარვის არეალი: საქართველო

 

  1. MyBee”-სგან მომსახურების მიღების წესები
    1. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს რომ  არის არანაკლებ 18 წლის.
    2. “MyBee”-ს მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის შესაძლოა აუცილებელი იყოს მომხმარებლის მიერ “MyBee”-სთვის ინფორმაციის მოწოდება, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს უტყუარი ნამდვილი და სრული ინფორმაცია.
    3. მომხმარებელი ეთანხმება, რომ არ გამოიყენებს “MyBee”-ის მომსახურებას უკანონო ქმედების განხორციელების მიზნით, ასევე “MyBee”-სთვის, შემსრულებლისთვის ან მესამე პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.
    4. მოთხოვნის განხორციელებისას მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთაში სწორად და ამომწურავად მიუთითოს მოთხოვნილი მომსახურების დეტალები.
    5. “MyBee” უფლებამოსილია მომხმარებელს უთხრას უარი მომსახურების გაწევაზე.
    6. თუკი “MyBee”-ის მიერ შეკვეთის დადასტურება არ მოხდება ________ ვადაში შეკვეთა ჩაითვლება უარყოფილად.
    7. მომხმარებელი იცნობს “MyBee”-ის კონფიდენციალობის პოლიტიკას და პრეტენზიები არ გააჩნია. კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე მოხმარების წესების და პირობების განუყოფელ ნაწილს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე.
    8. წინამდებარე  მომსახურების წესები და პირობები შესაბამის ინვოისებთან ან/და შეკვეთებთან ერთად ქმნის ერთიან შეთანხმებას.
    9. წინამდებარე წესებს და პირობებს უპირატესობა ენიჭება ნებისმიერ სხვა შეთანხმებასთან მიმართებით, რომელიც “MyBee”-ის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშირებით იქნა შეთანხმებული, თუკი  წინამდებარე წესებით და პირობებით ან მხარეთა წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 
    10. წინამდებარე მომსახურების გაწევის წესები და პირობები შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად “MyBee”-ის მიერ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მომსახურების წესები და პირობები ჩაითვლება შეცვლილად მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
    11. მომხმარებელი ადასტურებს, რომ გასაწევი მომსახურება ხორციელდება თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. “MyBee” და შემსრულებელი პასუხს არ აგებენ ისეთი ზიანისთვის რომელიც გამოწვეული იქნება ამ პუნქტის დარღვევით, თუკი მომხმარებლის მიერ ამ პუნქტის დარღვევით ზიანი მიადგება “MyBee”-ს მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს “MyBee”-ს მიყენებული ზიანი.
    12. წინამდებარე წესებსა და პირობებს შორის და ვებ-გვერდზე ან სხვა საშუალებებით კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებით მითითებულ პირობებს შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებულ პირობებს.
    13. მომსახურების გაწევა მოხდება დადასტურებულ შეკვეთაში მითითებულ ვადაში.
    14. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას შემსრულებელი ან/და “MyBee”-ის წარმომადგენელი მომსახურების გაწევის ობიექტზე წინააღმდეგ შემთხვევაში “MyBee” და შემსრულებელი პასუხს არ აგებენ თუკი მომსახურების გაწევა გახდება შეუძლებელი ან  მომსახურების გაწევის ვადა გახანგრძლივდება მიუხედავად აღნიშნულისა მომხმარებელს წარმოეშობა ვალდებულება  აუნაზღაუროს “MyBee”-ს გაწეული ხარჯები. ასეთ შემთხვევაში თუკი გადახდილია ავანსი გადახდილი ავანსი უკან არ ბრუნდება, თუკი “MyBee” და მომხმარებელი სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
    15. მომხმარებელი თავად არის ვალდებული უზრუნველყოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მომარაგება ობიექტზე თუკი მომსახურების გაწევისთვის აღნიშული აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში “MyBee” და შემსრულებელი პასუხს არ აგებენ თუკი მომსახურების გაწევა გახდება შეუძლებელი ან  მომსახურების გაწევის ვადა გახანგრძლივდება მიუხედავად აღნიშნულისა მომხმარებელს წარმოეშობა ვალდებულება  აუნაზღაუროს “MyBee”-ს გაწეული ხარჯები.
    16. “MyBee” უფლებამოსილია უარი თქვას ისეთი შეკვეთის დადასტურებაზე, რომელიც ხასიათდება დიდი საფრთხით და რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებელს ან/და შემსრულებელს. თუკი ამგვარი საფრთხე გამოვლინდება მომსახურების გაწევის პროცესში “MyBee” უფლებამოსილია ყოველგვარი პასუხისმგებლობის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის გარეშე  გააუქმოს დადასტურებული შეკვეთა.
    17. “MyBee” უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რათა “MyBee” დარწმუნდეს მომხმარებლის ვინაობაში და უფლებამოსილებაში “MyBee”-ს საშუალებით მიიღოს “MyBee”-ზე შემოთავაზებული მომსახურება. თუკი მომსახურების გაწევის პროცესში აღმოჩნდება რომ მომხმარებელს არ გააჩნდა ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, აღნიშული არ ათავისუფლებს მომხმარებელს მომსახურების ღირებულების და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
  2. მომსახურება
    1. წინამდებარე მომსახურების წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ მომსახურებაზე რომლის მიღება შესაძლებელია “MyBee”-ის საშუალებით და შესაძლოა მოიცავდეს ბაღების კეთილმოწყობას, აუზების დასუფთავებას, მცენარეების მოვლას, ეზოს დასუფთავებას და ა.შ
    2. მომსახურების გაწევა მოხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებულ ტერიტორიაზე  მომსახურების დაფარვის არეალის ფარგლებში. “MyBee”-ის მიერ შესაძლოა მომსახურების გაწევა მოხდეს მომსახურების დაფარვის არეალის ფარგლებს გარეთ, ასეთ დროს შესაძლოა შეიცვალოს მომსახურების ღირებულება, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.
    3. “MyBee” უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს დადასტურებული შეკვეთა ყოველგვარი დამატებითი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის წარმოშობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში თუკი მომსახურების ღირებულება უკვე გადახდილია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა უბრუნდება მას 30 დღის ვადაში, ხოლო თუკი ავანსი გადახდილი არ არის “MyBee”-ს არ წარმოეშობა დამატებითი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება გაუქმებული შეკვეთიდან გამომდინარე.
    4. მხარეები თანხმდებიან, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობდან გამომდინარე (ამინდის გაუარესება, სტიქიური უბედურება) მომსახურების გაწევის ვადა შეიძლება გადაიდოს ამინდის გაუმჯობესებამდე, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაზეც მომხმარებელს პრეტენზიები არ გააჩნია და აღნიშნული არ ჩაითვლება “MyBee”-ს მიერ ვალდებულების დარღვევად.
    5. “MyBee”-ით სარგებლობის, შემსრულებლის ტრანსპორტირების ღირებულება და შემსრულებლის ანაზღაურება შედის მომსახურების ღირებულებაში.
    6. თუკი მომსახურების გაწევის პროცესში აღმოჩნდება, რომ გასაწევი მომსახურება ხასიათდება დიდი სირთულით, მოითხოვს დამატებით მუშახელს, არის იმაზე დიდი საფრთხის შემცველი ვიდრე გაცხადებული იყო შეკვეთაში, მოცულობით აღემატება შეკვეთაში მითითებულ მოცულობას, “MyBee” უფლებამოსილია გაზარდოს შესასრულებელი სამუშაოს ვადა ან/და ღირებულება, ან გააუქმოს შეკვეთა, ამასთან  მომხმარებელი ვალდებულია, აანაზღაუროს მომსახურების გასაწევად ფაქტობრივად გაწეული ხარჯები.
    7. მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთაში მიუთითოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია, არ შეიყვანოს “MyBee” შეცდომაში, რათა შესაძლებელი იყოს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის სწორად შეფასება. მომხმარებლის მიერ შეცდომაში შემყვანი მონაცემების წარმოდგენის, ასევე არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში “MyBee” უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს დადასტურებული შეკვეთა, ასეთ შემთხვევაში გადახდილი ავანსი უკან არ ბრუნდება. ამასთან მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს მიყენებული ზიანი და ყველა გაწეული ხარჯი შემსრულებლის მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.
    8. გარდა ისეთი შეთხვევისა, როდესაც მხარეები პირდაპირ არ შეთანხმდებიან აღნიშნულზე, მომსახურების გაწევა არ მოიცავს მომხმარებლის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას, გადამუშავებას აღნიშნულზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
    9. “MyBee” უფლებამოსილია მომსახურების გასაწევად დაიქირავოს ქვეკონტრაქტორები  საკუთარი შეხედულებით და მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, რაზეც მომხმარებელს პრეტენზია არ გააჩნია.
    10. “MyBee” უფლებამოსილია მოახდინოს ტელეფონით შემოსული კომუნიკაციის ჩაწერა და დამუშავება.
  3. ანგარიშსწორება და გადახდის წესი
    1. მომსახურების ღირებულება მითითებულია ყოველი კონკრეტული მომსახურებისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად.
    2. მომსახურების ღირებულების გადახდა წარმოებს 100 % ავანსის სახით, თუკი ინვოისში ან დადასტურებულ შეკვეთაში სხვა რამ არ არის მითითებული.
    3. მომხმარებლის მიერ გადასახდელი მომსახურების ღირებულება მითითებული იქნება ინვოისში. მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების ღირებულება გადაიხადოს ინვოისში მითითებულ ვადაში და ოდენობით.
    4. თუკი მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება ავანსის სახით, და მომსახურების გაწევის დაწყება არ ხდება საავანსო ღირებულების გადახდამდე, “MyBee” უფლებამოსილია ავანსის გადახდის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში გააუქმოს შეკვეთა.
    5. თუკი მომსახურების ღირებულების ან მისი ნაწილის გადახდა ხდება მომსახურების მიღების შემდეგ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ინვოისით, “MyBee” უფლებამოსილია დააკისროს შემსრულებელს პირგასამტეხლო მომსახურების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
    6. პირგასამტეხლოს მოთხოვნა “MyBee”-ის უფლებაა და არა ვალდებულება.
    7. მომხმარებელი თანახმაა, რომ თუკი მომხმარებელს “MyBee”-ის მიმართ გააჩნია რაიმე დავალიანება, მიუხედავად მისი წარმოშობის ვადისა,  არსებული დავალიანება დაიფაროს  შემდეგი თანმიმდევრობით პირველ რიგში იფარება  პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ “MyBee”-ის მიერ ბოლო დადასტურებული შეკვეთამდე წარმოშობილი დავალიანება,  შემდეგ -  “MyBee”-ის მიერ ბოლო დადასტურებული შეკვეთის ფარგლებში გაწეული/გასაწევი მომსახურება.
    8. “MyBee” უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთის დადასტურებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო  თუკი მომხმარებელს გააჩნია გადაუხდელი დავალიანება “MyBee”-ის მიმართ ასევე შეკვეთის დადასტურების შემდეგ გააუქმოს შეკვეთის დასტური.
    9. “MyBee”-ზე მითითებულია ფასები გადასახადების გარეშე.  
  4. პასუხისმგებლობა
    1. “MyBee” პასუხს აგებს განზრახ მიყენებული ზიანისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
    2. ნებისმიერი ზიანზე რომელიც დადგება შემსრულებლის ბრალით პასუხისმგებელია შემსრულებელი. “MyBee” არ აგებს პასუხს შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევის დროს მიყენებული ზიანისთვის რაზეც მომხმარებელს პრეტენზიები არ გააჩნია.
    3. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს “MyBee“-ს, თუკი შემსრულებელი არაკეთილსინდისიერად ასრულებს ვალდებულებებს, არ გამოცხადდება დათქმულ დროს ან არ შეასრულებს ვალდებულებებს ჯეროვნად.
    4. მომხმარებელი პასუხს აგებს წინამდებარე მომსახურების წესების და პირობების ასევე ინვოისებით და დადასტურებული შეკვეთებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
    5. მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს “MyBee”-ს ასევე შემსრულებელს თუკი მომსახურების გაწევის დროს რომელიმე საგანი საჭიროებს სპეციალურ დამუშავებას, მოპყრობას წინააღმდეგ შემთხვევაში “MyBee” პასუხს არ აგებს დამდგარი ზიანისთვის. ამასთან “MyBee” პასუხს არ აგებს მცენარეების გადარგვის, გასხვლის  შედეგად მიყენებული ზიანისთვის.
  5. ცვლილებები და დამატებები
    1. “MyBee” იტოვებს უფლებას შეცვალოს “MyBee”-ის მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად გაფრთხილების გარეშე. შეცვლილი წესები ძალაში შევა მათი “MyBee”-ზე გამოქვეყნებისთანავე.
  6. ფორს-მაჟორი
    1. მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია გარემოებით, რომლის გათვალისწინება მხარეთათვის წინასწარ შეუძლებელი იყო და რომელმაც გავლენა მოახდინა ვალდებულების შესრულებაზე მაგ: კიბერ-შეტევა, ხანძარი, საომარი მოქმედება, საკანონმდებლო ცვლილებები,  ამინდის მკვეთრი გაუარესება და სხვა.
    2. თუ ფორს-მაჟორული გარემოება გაგრძელდება 1 თვეზე მეტი ვადით, მხარეები უფლებამოსილი არიან მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი საბუთის საფუძველზე მოითხოვონ “MyBee”-სგან შეკვეთილ მომსახურებასთან დაკავშირებული შეთანხმების შეწყვეტა.
    3. “MyBee”-უფლებამოსილია ფორს-მაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მომხმარებლებს აცნობოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნების, ფოსტის, მათ შორის ელექტრონული ფოსტის ან სმს შეტყობინების საშუალებით ასევე ზეპირსიტყვიერად.
  7. დავების მოგვარება და გამოსაყენებელი სამართალი
    1. საკითხები რომლებიც არ წესრიგდება წინამდებარე მოხმარების წესებით და პირობებით წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. “MyBee”-სგან მიღებული მომსახურებიდან გამოდინარე დავები გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, დავების ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს საქართველოს საერთო სასამართლო. 
  8. დამატებითი პირობები
    1. მხარეები ცალსახად ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოშობს მხარეთა შორის შრომით, პარტნიორულ, ამხანაგობის ან სხვა მსგავს ურთიერთობებს.