კონფიდენციალობის პოლიტიკა - Mybee.ge

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვებ-გვერდზე შემოსვლისას და მისი ფუნქციებით სარგებლობისას პირი ეთანხმება ვებ-გვერდის კონფიდენციალობის პოლიტიკას და ადასტურებს, რომ მას წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ვებ-გვერდი - შპს მაი ბის (ს/კ 405452870) მფლობელობაში არსებული ვებგვერდი Mybee.ge

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკით გათვალისწინებული პირობები ასევე ვრცელდება  შპს მაი ბი პროფერთი მენეჯმენტის (ს/კ 405461316) მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

ვებ-გვერდის რეკომენდაციაა პირი ყურადღებით გაეცნოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას

   1. მონაცემების შეგროვება

ვებ-გვერდის მიერ მონაცემების შეგროვება ხდება ნებისმიერ დროს, როდესაც პირი სტუმრობს ვებ-გვერდს, როდესაც პირი თავად უზიარებს ვებ-გვერდს საკუთარ მონაცემებს, კანდიდატების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე მათი კანდიდატურის განხილვის მიზნით ინფორმაციის მოწოდების დროს. 

ვებ-გვერდის მიერ მონაცემები შეგროვება ასევე შესაძლოა მოხდეს სხვა კანონიერი წყაროებიდან.

ვებ-გვერდი ასევე აგროვებს შემსრულებლების და საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე სხვა პირების შესახებ ინფორმაციას, ვებ-გვერდის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირების მონაცემებს.

ვებ-გვერდი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს პირის მიერ ტელეფონით შემოსული (ასევე მის თანამშრომლებთან შემოსული კომუნიკაციის, რომელიც დაკავშირბეულია ვებ-გვერდის მიერ მომსახურების გაწევასთან) კომუნიკაციის ჩაწერა/შენახვა დამუშავება, რაზეც პირს პრეტენზიები არ გააჩნია, და პირი აძლევს ვებ-გვერდს აღნიშნულის უფლებას.

იმ ბმულებზე, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე და არ არის ვებ-გვერდის მფლობელობაში/მმართველობაში არ ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.

   2. მონაცემების შეგროვების მიზანი

ვებ-გვერდის მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ მიზნით, რათა ვებ-გვერდის მიერ შესრულდეს სახელშეკრულებო ან/და კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებები, მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, ვებ-გვერდის ნებისმიერი წყაროთი რეკლამირებისთვის, ვებ-გვერდის და ვებ-გვერდით შემოთავაზებული მომსახურების სრულყოფილად გაწევის მიზნებისთვის, კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მიზნებისთვის.

ვებ-გვერდი შეგროვებულ მონაცემებს გამოიყენებს იმ მიზნებით, რომლებისთვისაც ხდება მათი შეგროვება.

   3. პერსონალური მონაცემების შენახვა

მონაცემების შენახვა მოხდება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით.

   4. პირდაპირი მარკეტინგი

ნებისმიერ პირს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა, ვებ-გვერდისთვის შეტყობინების გზით. ვებ-გვერდი შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაბამისი პირის მონაცემების გამოყენების შეწყვეტას.

  5. მოონაცემების შეგროვების გზები

მონაცემების შეგროვება შესაძლოა ხორციელდებოდეს ვებ-გვერდის მიერ ავტომატურად  სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით მაგ Cookies, Google Analytics, tracking, cache და სხვა. მონაცემები ასევე შესაძლოა მოპოვებულ იქნას მაშინ, როდესაც პირები თავად აწვდიან ვებ-გვერდს თავიანთ ინფორმაციას, ან სტუმრობენ მას. მონაცემები შესაძლოა აგრეთვე მოპოვებულ იქნას სხვა კანონიერი წყაროებიდან.

   6. მონაცემთა ჩამონათვალი რომელთა შეგროვება შეიძლება მოხდეს ვებ-გვერდის მიერ

ვებ-გვერდის მიერ მომსახურების აღმოჩენის მიზნით შესაძლოა მოპოვებული იყოს შემდეგი მონაცემები

  • სახელი/გვარი (დასახელება)
  • პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი)
  • ასაკი
  • დაბადების თარიღი
  • მდებარეობა,
  • სასაათო ზონა
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ-ფოსტის მისამართი
  • მისამართი
  • პირისგან  ნებისმიერი ფორმით (წერილობითი, ელექტრონული, სხვა) შემოსული კორესპონდენცია
  • პირისგან ზეპირი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ სატელეფონო) კომუნიკაცია
  • სხვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნის მიზნებისთვის, ვებ-გვერდი შესაძლოა იყენებდეს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა მაგ. Cookies, Cache ასევე შესაძლოა ვებ-გვერდის  მიერ გამოყენებულ იყოს „თრექინგ“ და სხვა ტექნოლოგიები.

ზემოთმითითებული ტექნოლოგიების მიერ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ინფორმაციით:

  • ვებ-გვერდის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია
  • პირის მდებარეობა ვებ-გვერდის სტუმრობისას
  • IP მისამართი
  • მოწყობილობის სახეობა, რომლითაც მოხდა ვებ-გვერდზე შესვლა
  • ინფორმაცია იმის შესახებ დაეთანხმა თუ არა პირი ვებ-გვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს, კონფიდენციალობის პოლიტიკას და სხვა ინფორმაცია რომელსაც პირი ეთანხმება უარყოფს ან ავსებს ვებ-გვერდის სტუმრობისას
  • ბმულები, რომლებზეც  ხდება პირის გადამისამართება ვებ-გვერდის სტუმრობისას.
  • სხვა ინფორმაცია

შესაძლოა პირის მოწყობილობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყოს ზემოთმითითებული ტექნოლოგიების ჩათიშვა.

   7. ვებ-გვერდისთვის ნებაყოფლობით მიწოდებული მონაცემები.

პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და უახლესი.

პირი ასევე ადასტურებს, რომ მესამე პირების შესახებ პერსონალური მონაცემების გაზიარებისას, მას გააჩნია კანონით დადგენილი ყველა ნებართვა ასეთი ინფორმაციის გაზიარებისთვის, და რომ აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებული აქვს  კანონიერად.

ვებ-გვერდი პასუხს არ აგებს ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნებით დამდგარ ზიანზე, და უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს ინფორმაციის გაზიარებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება თუ ასეთი ზიანი დადგება.

   8. ინფორმაცია, რომლიც მოთხოვნა შესაძლებელია ვებ-გვერდისგან. პირის შესახებ არაზუსტი, არასრული და მოძველებული ინფორმაცია:

პირმა ვებ-გვერდს შესაძლოა მოსთხოვოს შემდეგი ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება მის შესახებ; მონაცემების დამუშავების მიზანი; მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;  რა გზით შეგროვდა მის შესახებ მონაცემები;  ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

პირს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება  თუ ასეთი მონაცემები, არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. თუ არ არსებობს აღნიშნული მოქმედების განხორციელების საფუძველი პირს ეცნობება დასაბუთებული უარი კანონით დადგენილ ვადაში.

ვებ-გვერდს უფლება აქვს თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მოსთხოვოს პირს გაასწოროს ან გააახლოს მონაცემები ან ვებ-გვერდმა მის ხელთ არსებული ზუსტი სრული და უახლესი მონაცემების შესაბამისად თავად უზრუნველყოს მონაცემების გასწორება.

პირი თავად არის პასუხისმგებელი, მის შესახებ უახლესი და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებაზე.

   9. პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის

პირი ადასტურებს, რომ თანახმაა მისი მონაცემები გადაეცეს მესამე პირებს  ვებ-გვერდის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებს მიზნებისთვის, ვებ-გვერდის გამართულად მუშაობის, პირისთვის თემატური რეკლამის შეთავაზების უზრუნველყოფისთვის,  მარკეტინგის მიზნებისთვის, სხვა შემთხვევაში პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან პირის თანხმობის გარეშე.

   10. მარეგულირებელი კანონები, პრეტენზიები

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვებ-გვერდს პრეტენზიები მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით  უნდა ეცნობოს ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

   11. ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა შესაძლოა ვებ-გვერდის მიერ ცალმხრივად განახლდეს ან შეიცვალოს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს კანონმდებლობის, ვებ-გვერდის, შიდა პოლიტიკის ცვლილებით ასევე სხვა მიზეზებით.